მწერალთა სახლი  გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2016-2019 წლებში გასცემდა  ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიას პოეზიის მთარგმნელებისთვის.

პრემია გაიცემოდა ორ ნომინაციაში:

ნომინაციაში „წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია პრემიის ლაურეატები გახდნენ: გიორგი ლობჟანიძე (2016 წ) წიგნისთვის „თანამედროვე სპარსული პოეზია“ გამომცემლობა „კავკასიური სახლი“, მანანა ღარიბაშვილი (2017 წ.) წიგნისთვის „რომაული ლირიკის მწვერვალები“, გამომცემლობა „ლოგოსი“ და მედეა ზაალიშვილი (2018 წ.), წიგნისთვის „თარგმანები“ გამომცემლობა „არტანუჯი“. 

ნომინაციაში ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი პრემიის ლაურეატები გახდნენ: დიანა ანფიმიადი და ასია დარბინიანი (1016 წ.) ვიოლეტ გრიგორიანის ლექსების თარგმანისთვის, ჟურნალი „ახალი საუნჯე“, ზვიად რატიანი (2017 წ.) რობერტ ჰასის ლექსების თარგმანისთვის, ჟურნალი „არილი“ და დათო ბარბაქაძე (2018 წ.) ნიკოლას ლენაუს  ლექსების თარგმანისთვის, ჟურნალი „ახალი საუნჯე“.