ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

• წლის საუკეთესო პროზაული კრებული
• წლის საუკეთესო რომანი
• წლის საუკეთესო პოეტური კრებული
• წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
• წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი
• წლის საუკეთესო დებიუტი

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“  დაარსებიდან დღემდე,   ჟიურიმ განიხილა საკონკურსოდ შემოსული  331 წიგნი, სხვადასხვა დროს პრემიის ჟიურის წევრები იყვნენ: შოთა იათაშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, მანანა დუმბაძე, თეონა ბექიშვილი, ხათუნა ცხადაძე, ბელა წიფურია, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, პაატა შამუგია, გიორგი ლობჟანიძე, ლევან ბრეგაძე, დავით წერედიანი, ლევან ცაგარელი, ნინო სადღობელაშვილი და ირაკლი ლომოური. ლიტერატურული პრემიის საპრიზო თანხა არის 5000 ლარი, 2016-2018 წლებში ჯამში გაიცა 18 პრემია და 80 000 ლარი ფულადი ჯილდო.

 

,,ლიტერა" 2020 - გამარჯვებულები 

,,ლიტერა" 2019 - გამარჯვებულები 

,,ლიტერა" 2018 - გამარჯვებულები 

,,ლიტერა" 2017 - გამარჯვებულები 

,,ლიტერა" 2016 - გამარჯვებულები