აპრილი ღონისძიებები
16
აპრილი

პოეზია თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში
• ესპანელი ავტორი: ელენა მედელი
• ქართველი ავტორი: პაატა შამუგია
• მოდერატორი: შოთა იათაშვილი
• მთარგმნელი: ირაკლი მენთეშაშვილი

ორგანიზატორები: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი
სერვანტესის ინსტიტუტი
პარტნიორი: მწერალთა სახლი

 


ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრობლობით, თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება. ამ მიზნით, თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი (Elena Medel), პატრიცია ესტებან ერლესი (Patricia Esteban Erlés), არკაითს კანო (Harkaitz Cano), ნიკოლას მელინი (Nicolás Melini), სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო ეწვევიან.

კვირეულის ფარგლებში, ესპანელი მწერლები მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართველ კოლეგებთან პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გამართავენ. ღონისძიებებს მოდერაციას თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები შოთა იათაშვილი და ლევან ბერძენიშვილი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი გაუწევენ. ღონისძიებებს 16 აპრილს მწერალთა სახლი, 17 აპრილს წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“ და 18 აპრილს „სტამბის წიგნები“ უმასპინძლებს.

დეტალური ინფორმაცია: http://book.gov.ge/ka/main/news/detailed/188/tbilisshi-qartul-espanuri-literaturuli-kvireuli-gaimarteba/


17
აპრილი
18
აპრილი
23
აპრილი
30
აპრილი
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor