გიწვევთ "ნელი ამაშუკელის სახელობის მთარგმნელთა ფონდის" პირველი წიგნის, პუბლიუს ვერგილიუს მაროს "ენეიდის" პრეზენტაციაზე, სადაც ასევე წარვადგენთ ფონდს და გაგაცნობთ მის მიზნებსა და ამოცანებს.
"ენეიდას" წარადგენენ მისი მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი და ძველი რომაული ლიტერატურის მთარგმნელი, მანანა ღარიბაშვილი.
"ნელი ამაშუკელის სახელობის მთარგმნელთა ფონდის" შესახებ ილაპარაკებენ ქეთი ქანთარია, ნინო ლეჟავა და ხათუნა ცხადაძე. ნელი ამაშუკელს გაიხსენებს ალექსანდრე კარტოზია.
მოდერატორი: ნინო ბექიშვილი
ნელი ამაშუკელის სახელობის მთარგმნელთა ფონდი (Nelly Amaschukeli Translators’ Foundation) 2019 წელს დაარსდა.
დამფუძნებლები არიან ნინო ბექიშვილი, დავით კაკაბაძე, ნინო ლეჟავა, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, ვაკო ნაცვლიშვილი, ქეთი ქანთარია და ხათუნა ცხადაძე.
ფონდის მისი მიზანია საქართველოში თარგმანის სფეროში თანამედროვე მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება, მთარგმნელების ინტერესებისა და უფლებების დაცვა და ლობირება, ქალი მთარგმნელების მხარდაჭერა, ფემინისტი მწერლების პოპულარიზაცია და გენდერულად თანასწორი საგამომცემლო და ლიტერატურული გარემოს განვითარებაში წვლილის შეტანა.
ფონდი ეწევა ლიტერატურულ და საგამომცემლო საქმიანობას, აგრეთვე განახორციელებს საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს და ხელს უწყობს მთარგმნელთა ახალგაზრდა თაობის პროფესიულ განვითარებას.
ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი "ენეიდა" გამოიცა "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია!
ივნისი ღონისძიებები
20
ივნისი
ივნისი
21
ივნისი
ივნისი
22
ივნისი
ივნისი
