"ჰენსელი და გრეტელი", "რაპუნცელი", "ჭკვიანი ელზა", "ბრემენელი მუსიკოსები", "წითელქუდა", "კონკია", "მძინარე მზეთუნახავი"... ეს და უამრავი სხვა ზღაპარი კარგად არის თქვენთვის ცნობილი. ისინი გერმანული ფოლკლორიდან გადაამუშავეს და წიგნად გამოსცეს გერმანული ხალხური კულტურის მკვლევარებმა, ძმებმა გრიმებმა.
ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე სწორედ ძმებ გრიმებსა და მათ მიერ გამოცემულ ზღაპრებზე ვისაუბრებთ. წავიკითხავთ რამდენიმე ზღაპარს, რომლებიც ქართულად ცნობილმა მთრგმნელმა, დავით წერედიანმა თარგმნა.
შეხვედრები "ბავშვები მწერალთა სახლში" იმართება შაბათობით, 13:00 საათზე. შეხვედრებს უძღვება საბავშვო მწერალი ვასო გულეური. დასწრება თავისუფალია.
იანვარი ღონისძიებები
25
იანვარი
იანვარი

28
იანვარი
იანვარი
30
იანვარი
იანვარი
