ამერიკელი მწერალი-ფანტასტის, რეი ბრედბერის რომანი "ბაბუაწვერას ღვინო" მისი სხვა ნაწარმოებებისაგან განსხვავდება. მართალია, ნაწარმოებში მოქმედება გამოგონილ ქალაქში, გრინთაუნში ხდება, მაგრამ აქ ნაკლებადაა სამეცნიერო-ფანტასტიკის ელემენტები. 12 წლის დაგლას სპოლდინგი და მისი ძმა ზაფხულში ბაბუას ეხმარებიან ბაბუაწვერას ღვინის დამზადებაში. რომანში დაგლასის თვალით დანახული სამყაროა ნაჩვენები.
ჩვენი სტუმარი იქნება ამ რომანის ქართულ ენაზე მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე.
შეხვედრები "ბავშვები მწერალთა სახლში" იმართება შაბათობით, 13:00 საათზე.
შეხვედრებს უძღვება საბავშვო მწერალი ვასო გულეური. დასწრება თავისუფალია.