26 მარტი 2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხუთი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს

 

 

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა ჟურნალები, რომლებსაც  განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო   2019 წელს დააფინანსებს. 

 

ესენია:

 

საბავშვო ლიტერატურული ჟურნალები - „დილა“ (25,000 ლარი) და "შოკოლიტი"(25,000 ლარი).

 

ლიტერატურული ჟურნალები - "ცისკარი" (35,000 ლარი),  „არილი“(48,000 ლარი) და „ახალი საუნჯე“(49,000 ლარი).

 

კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 25 თებერვალს  გამოაცხადა. სულ შემოვიდა ხუთი განაცხადი.  საბავშვო ჟურნალების კონკურსზე წარდგენილი იყო  ორი ჟურნალი: „დილა“ და "შოკოლიტი". ლიტერატურული ჟურნალების კონკურსზე კი სამი ჟურნალი: „არილი“, „ცისკარი“ და „ახალი საუნჯე“.

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor