15 ნოებერი 2019
ბუენოს აირესის სარეზიდენციო პროგრამა ავტორთათვის -Malba Writers Residence

 

ქართველი ავტორების საყურადღებოდ:

გამოცხადებულია მიღება ბუენოს აირესში, Malba Writers Residence სარეზიდენციო პროგრამაზე.

 

მოთხოვნები:

ავტორს გამოცემული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წიგნი.
რეზიდენციის პერიოდში ავტორს ექნება 3 საჯარო შეხვედრა ადგილობრივ აუდიტორიასთან.
პროგრამაში მონაწილე ავტორმა უნდა იმუშაოს კონკრეტულ პროექტზე/ტექსტზე.
 

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა გაგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი და რეზიდენციის პერიოდში დაგეგმილი სამუშაოს (პროექტის, ტექსტის) აღწერილობა (ინგლისურ ენაზე) მეილზე rem@malba.org.ar

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 
რეზიდენციის მაქსიმალური პერიოდი - 5 კვირა.

 

პროგრამა ფარავს:

ორმხრივ ავიაბილეთს;

საცხოვრებელს ბუენოს აირესში;

სტიპენდიას $500-ის ოდენობით;

სამოგზაურო დაზღვევას.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rem.malba.org.ar/en/aplicar/

 

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor