25 აგვისტო 2020
ლიტერა მთარგმნელებისთვის

     მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერა მთარგმნელებისთვის“. 

 

     მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ინიციატივით შეიქმნა 2020 წელს.

 

     პრემია გაიცემა 4 ნომინაციაში. ესენია :

 

  • საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი (პროზა, პოეზია; ასაკი 35 წლის ჩათვლით);
  • საუკეთესო პროზაული თარგმანი   ( რომანი, მოთხრობების კრებული);
  • საუკეთესო თარგმანი ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში ( ფილოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
  • დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

 

     პრემიის მიზანია მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს ფულად პრემიასა (5 000 ლარს) და სპეციალურ პრიზს.

  

     იხილეთ კონკურსში მონაწილეობის პირობები და განაცხადის ფორმა.

     

     განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 სექტემბერი.

 

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით info@writershouse.ge

    ტელ:  +995 557 091 109

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor