20 ნოებერი 2020
მიხეილ ჯავახიშვილის საიუბილეო ესეების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია


მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული მიხეილ ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეო ესეების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია.
გამარჯვებულები მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეს, 20 ნოემბერს გამოვლინდნენ. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გამარჯვებულების დასახელდნენ მწერალთა სახლიდან პირდაპირი ონლაინჩართვის დროს.

 კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

  • I ადგილი - წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“  500 ლარიანი ვაუჩერი,  ხაშურის დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გელა გაჩეჩილაძე. „როცა კანონი არ არსებობს“, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „ეშმაკის ქვის“ მიხედვით;
  • II ადგილი - 300 ლარიანი ვაუჩერი, თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა თორია. „როცა კანონი არ კარსებობს“, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „ეშმაკის ქვის“ მიხედვით;

  • III ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი, თბილისის 47-ე საჯარო სკოლაის მე-11 კლასის მოსწავლე ლევან ტაბატაძე. „ადამიანის ბედი ეპოქალური ცვლილებების დროს“, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით;

  • IV ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი, თბილისის 116-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან ნარსია, „ჩემი საყვარელი ნაწარმოები მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებიდან - „თეთრი კურდღელი“.


 

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაეწერათ ერთ-ერთი:

  • ადამიანის ბედი ეპოქალური ცვლილებების დროს („ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით);
  • როცა კანონი არ არსებობს („ეშმაკის ქვის“ მიხედვით);
  • ჩემი საყვარელი ნაწარმოები მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებიდან.

 




მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor