18 მაისი
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, 18-23 მაისი, 2015

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. 18-23 მაისი, 2015

მწერალთა სახლი თბილისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია. თანამედროვე საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალები. მათ შორის: თეატრალური ფესტივალი “საჩუქარი”, კინოფესტივალი ”პრომეთე”, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა თუ ჯაზის  სხვადასხვა ფესტივალები და ა. შ. ყოველივე ამის ფონზე თვალშისაცემია, რომ უზარმაზარი ლიტერატურული ტრადიციების მქონე ქვეყანაში არ არსებობს საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ერთის მხრივ გაზრდიდა მსოფლიო ლიტერატურული სამყაროს დაინტერესებას ჩვენი ლიტერატურისადმი, ხოლო მეორეს მხრივ ქართველ ავტორებსა და მკითხველს შესაძლებლობას მისცემდა უშუალო კონტაქტში შესულიყო თანამედროვე უცხოელ მწერლებთან. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ყოველწლიური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დაარსება. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კავკასიის რეგიონში ფაქტობრივად არ არსებობს ასეთი ტიპის ფესტივალი და ამ შემთხვევაში საქართველო თავის თავზე აიღებს კავკასიის რეგიონში ლიტერატურული კონტაქტების გაღრმავების მისიას.

ლიტერატურული ფესტივალის დანერგვა და ჩატარება, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის ფონზე; საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას დასავლეთში.

ლიტერატურული ფესტვიალის სტუმრები არიან:

1. სარა ბოუერი, დიდი ბრიტანეთი

2. ანთეა ნიკოლსონი, დიდი ბრიტანეთი

3. სვეტლანა ალექსიევიჩი, ბელარუსი

4. კაროლინ ფორშე, აშშ

5. კიმბერლი ჯონსონი, აშშ

6. ლიუსი ტაპაჰონსო, აშშ

7. რაულ შროტი, ავსტრია

8. ფილიპ ბესონი, საფრანგეთი

9. ვერა პავლოვა, რუსეთი

10. მიკოლა ლოზინსკი, პოლონეთი

11. კლაუდიო პოცანი, იტალია

12. ვიოლეტ გრიგორიანი, სომხეთი

13. გიუნელ მოვლუდი, აზერბაიჯანი

14. სერგეი ჟადანი, უკრაინა

15. იოსიფ ნოვაკოვიჩი, კანადა

16. რასულ იუნანი, ირანი

 

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 

სხვა მხარდამჭერები არიან: აშშ-ს საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, პოლონეთის წიგნის ინსტიტუტი (პოლონეთი), რობერტ ბოშის ფონდი (გერმანია).

ფესტივალის სხვა პარტნიორები არიან გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, ევროპის სახლი, კავკასიური სახლი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ამერიკული აკადემია თბილისიში.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან - "ახალი საუნჯე", "არილი", "ლიტერატურული გაზეთი",  რადიო "შოკოლადი", "არტარეა" და "ლიბერალი"

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor