27 აპრილი
ლიტერატურული პრემია "ლიტერას" გამარჯვებულების დაჯილდოება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს "მწერალთა სახლის" ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“  დაჯილდოების საღამო "მწერალთა სახლში" გაიმართა.

 

ხუთკაციანი ჯიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ, ბელა წიფურია, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, პაატა შამუგია და გიორგი ლობჟანიძე, პრემიის ლაურეატები გახდნენ:

 

წლის საუკეთესო დებიუტი - გიორგი შონია, „ჰანს პრომველის „ფაბრიკაცია““. გამომცემლობა„ინტელექტი“;

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“. გამომცემლობა„ინტელექტი“;

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი - არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;

 

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა - როსტომ ჩხეიძე, „პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა“. გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“;

 

წლის საუკეთესო  წიგნის  გარეკანის (ყდის) დიზაინი - დენიელ კიზი, „ყვავილები ელჯერნონისთვის“. დიზაინი: ნატალია ავალიანი.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2016 წელს საქართველოში წიგნად  ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს.  

 

საკონკურსოდ  შემოსული 98 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 33 .

 

პრემია „ლიტერას“ თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა 5000 ლარი.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor