02 ივნისი
კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად. პრემია გადაეცემა საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და საბავშვო პროექტის ავტორებს.

საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი ავტორებისა და ილუსტრატორებისათვის პირველად ცხადდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას, თანამედროვე საბავშვო ავტორების მოტივირებასა და წახალისებას. კონკურსის დაწესება ხელს შეუწყობს ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას, ასევე, მომავალი თაობის წიგნიერების ამაღლებას.

საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ, სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის: ყველაზე პატარებისთვის ( 3-6 წწ.), პატარებისთვის (6-12 წწ.), ყმაწვილებისთვის (12-16 წწ). პრემია წარმოადგენს  პრიზს და ფულად ჯილდოს.

 

        ნომინაციები

 

1)            საუკეთესო პოეტური წიგნი  (გაიცემა 2 პრემია);

2)            საუკეთესო პროზაული წიგნი  (გაიცემა 3 პრემია);

3)            საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა 3 პრემია);

4)            საუკეთესო საბავშვო დრამატურგია  (გაიცემა 1 პრემია);

5)            საუკეთესო საყმაწვილო პროექტი  (გაიცემა 1 პრემია);

6)            საუკეთესო დებიუტი (გაიცემა 1 პრემია);

7)            საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი  (გაიცემა 1 პრემია);

8)            საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისათვის  (გაიცემა 1 პრემია);

 

1)         საუკეთესო პოეტური წიგნი

 

ა)            ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი; 

ბ)           პატარებისთვის, 7 – 12 წელი. 

 

1)         საუკეთესო პროზაული წიგნი

 

ა)            ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი; 

ბ)            პატარებისთვის, 7 – 12 წელი;

ც)            ყმაწვილებისთვის, 13 + .

 

3)         საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი;

 

ა)            ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი; 

ბ)            პატარებისთვის, 7 – 12 წელი; 

ც)            ყმაწვილებისთვის, 13 + ;

 

4)         საუკეთესო საბავშვო დრამატურგია

 

გაიცემა ერთი პრემია.

 

ნომინაციაზე საბავშვო დრამატურგია ნაწარმოებების წარდგენა მოხდება განსხვავებული წესით: ვინაიდან ქართულ საბავშვო პერიოდიკაში თითქმის არ იბეჭდება საბავშვო პიესები და არც წიგნად გამოიცემა, ამიტომ ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, პიესები წარმოადგინონ ელექტრონული სახით. 

 

5)       საუკეთესო დებიუტი;

 

გაიცემა ერთი პრემია.

ნომინაციაზე განხილული იქნება დებიუტანტი ავტორის სხვადასხვა ჟანრის (პროზა, პოეზია, დრამატურგია, მხატვრობა) წიგნი.

 

6)         საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი.

 

გაიცემა ერთი პრემია.

ნომინაციაზე განხილული იქნება ქართულ ენაზე თარგმნილი სხვადასხვა ჟანრის (პროზა, პოეზია, დრამატურგია) უცხოენოვანი წიგნი.

 

7)         საბავშვო -საყმაწვილო ინოვაციური პროექტი

 

გაიცემა ერთი პრემია. 

ნომინაციაზე განხილული იქნება ბავშვებისთვის შექმნილი ვებგვერდები, შემეცნებითი თამაშები, სასწავლო მასალები, აპლიკაციები და ა. შ. 

 

8)         საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის

 

გაიცემა ერთი პრემია. 

 

თითოეულ ნომინაციაში პრემია 2000 ლარია, ხოლო საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის - 3000 ლარი.

 

საკონკურსო  მასალები მიიღება მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13. ტ. 297 41 01; 297 41 02) 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდე  და მათ 5 კაცისგან შემდგარი კონფიდენციალური ჟიური  შეაფასებს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ პრემიაზე განიხილება 2016 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული საბავშვო და საყმაწვილო ნაწარმოები (გარდა ნომინაციებისა „დრამატურგია“ და „საბავშვო ინოვაციური პროექტი);

პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს  ტექსტის პირველი გამოცემა;

წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ (გარდა ნომინაციებისა „დრამატურგია“ და „საბავშვო ინოვაციური პროექტი”); 

გთხოვთ, წარმოადგინოთ წიგნის სამი ეგზემპლარი. 

დრამატურგიის ნომინაციაში ავტორებმა პიესები ელექტრონული სახით უნდა გადმოაგზავნონ ელფოსტაზე info@writershouse.ge (PDF ფაილი). თითოეულ ავტორს უფლება აქვს გამოგზავნოს ერთი პიესა.

„საბავშვო საყმაწვილო ინოვაციური პროექტის“ კონკურსში პროექტის ავტორებმა ელფოსტაზე, info@writershouse.ge, უნდა გამოგზავნონ პროექტის აღწერილობა და ვებგვერდის მისამართი.

ნომინაციაში „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლი“ ჯილდოვდება საბავშვო მწერალი ან პოეტი. ჟიური ითვალისწინებს მწერლის მნიშვნელობას და მის მიერ შეტანილ წვლილს საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში.

ჟიურის წევრები შეფასებისას ითვალისწინებენ წიგნების შესაბამისობას კონკურსის პირობებთან.  ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

გამარჯვებულების გამოვლენა და  დაჯილდოება გაიმართება მწერალთა სახლში, 2017 წლის ოქტომბერში.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor