ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ

2015-2017 წლებში მწერალთა სახლში ხორციელდებოდა შემეცნებით ციკლი „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“. კურსის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოწვეული სტუმრები საუბრობდნენ ქალაქზე, როგორც სივრცით და სოციალურ ფენომენზე, ქალაქის ისტორიაზე, თბილისურ კულტურაზე, თბილისურ ტრადიციებზე,  ტოპონიმიკაზე, ქალაქის წინაშე მდგარ ურბანულ გამოწვევებზე. შეხვედრები იმართებოდა სამ თვეში ერთხელ და პროექტის ფარგლებში მწერალთა სახლის სტუმრები იყვნენ: ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ წევრი და GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ელისაშვილი, ეთნოლოგი და ისტორიკოსი გიორგი გოცირიძე, არქიტექტორი და ურბანისტი ირაკლი ჟვანია, ჟურნალისტი და ბლოგერი ჯიმშერ რეხვიაშვილი, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი, არქეოლოგი და ისტორიკოსი დავით ლოსაბერიძე, არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე  და ქალაქმგეგმარებელი  ზურაბ ბაქრაძე.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor