22/12/2021

სტუდენტური ლიტერატურული ჟურნალ "ანდამატის" მე-4 ნომრის პრეზენტაცია

22 დეკემბერს, 15:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტური ჟურნალის  „ანდამატი“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია,

 

სტუდენტური ჟურნალი „ანდამატი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ლიტერატურული ტრადიციის მოკრძალებული გაგრძელებაა. იგი იბეჭდება ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური დახმარებით და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება ჟურნალის შემდეგი ნომრის გამოცემას. ჟურნალი მიზნად ისახავს ნიჭიერი სტუდენტების აღმოჩენას, მათი შემოქმედების წარმოჩენას, ცოცხალი ლიტერატურული გარემოს შექმნას და, ამგვარად, მისი კარი ყველა სტუდენტისთვის ღიაა