ბავშვები ურჩევენ ბავშვებს 2021

თარიღი : 01.10.2021

დასრულდა მწერალთა სახლის პროექტი ,,ბავშვები ურჩევენ ბავშვებს", რომელიც აპრილში გამოცხადდა და წელს მეორედ ჩატარდა.

პროექტში მონაწილეობდნენ საქართველოს სკოლების VI-IX კლასების მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში მოზარდები ვიდეოჩანაწერის მეშვეობით თანატოლებს ერთ რომელიმე წიგნს ურჩევდნენ ზაფხულში წასაკითხად. 

წელს კიდევ უფრო გაიზარდა კონკურსის მიმართ ინტერესი და სულ საკონკურსოდ შემოვიდა 169 ვიდეორჩევა. ვიდეოები განთავსებული იყო მწერალთა სახლის ფეისბუქ გვერდზე. 

 

ხმების უმრავლესობით გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I ადგილი - მიხეილ ბერუაშვილი, თბილისის 175-ესაჯარო სკოლა - ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“

II ადგილი - ბარბარე მხეიძე, ჯიხაშკარის პირველი საჯარო სკოლა - მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“;

III ადგილი - სიდონია იაკობაძე, თბილისის 92-ე საჯარო სკოლა - რაქელ პალაციოს „საოცრება“

 

წამახალისებელი პრიზები გადაეცემათ:

ალინა იუსუპოვა, ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“;

ბესო ჩიკვილაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა - რაქელ პალაციოს „ავგუსტი და მე“;

მწერალთა სახლის რჩეული - ნიკოლოზ ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა - უილიამ ფოლკნერის „დათვი“.

 

ვულოცავთ გამარჯვებულებს! პანდემიის გამო დაჯილდოება არ ჩტარდება, გამარჯვებულები პრიზებს ფოსტით მიიღებენ, ამიტომ გთხოვთ, საფოსტო მისამართი და ტელეფონი მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vguleuri@writershouse.ge.