გამოცხადდა სარეზიდენციო პროგრამა ინგლისურენოვანი ავტორისთვის

თარიღი : 15.11.2021

მწერალთა სახლი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებენ ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამას ინგლისურენოვანი მწერლებისთის.
 
2022 წლის გაზაფხულზე მწერალთა სახლში გაიხსნება რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი, სადაც თავს მოიყრის მრავალი აქამდე უცნობი ისტორია საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლების შესახებ. სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მწერალს სწორედ ამ მასალების გაცნობის და მხატვრულად დამუშავების საშუალება ექნება.