15/03/2023

"რომეო და ჯულიეტას" ახალი თარგმანის წარდგენა

15 მარტს, 18:30-ზე, გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ „რომეო და ჯულიეტას“ ახალი თარგმანის წარდგენაზე, რომელიც მწერალთა სახლში გაიმართება.
მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. თუმცა ამ თარგმანის წაკითხვისას დიდი სიამოვნება გელით. შექსპირის უკვდავი პიესის ახალი თარგმანი დავით ახალაძემ შეასრულა.
• წიგნის წარდგენას გაუძღვება გიორგი ლობჟანიძე.
• თარგმანსა და თარგმნის პროცესზე ისაუბრებს დავით ახალაძე.
• ახალგაზრდა მსახიობები წაიკითხავენ რამდენიმე ეპიზოდს პიესიდან.
წარდგენის ბოლოს შესაძლებლობა გექნებათ, წიგნი 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.
წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია.