04/06/2023

დღე 2 - თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

4 ივნისი. კვირა

15:00-16:15 – დისკუსია “ტექსტი და იდენტობა”

იდენტობა და მწერლის თვითრეფლექსია მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ასპექტია. მწერალი შესაძლოა საკუთარი იდენტობის გამოხატვას ცდილობდეს, ან პირიქით, შორდებოდეს მას განსხვავებულზე სალაპარაკოდ. იდენტობები თავისთავად სხვადასხვა კატეგორიისაა, იქნება ეს ენობრივი, ეროვნული, გენდერული, მსოფლმხედველური და რელიგიური, თუ სხვა. ლიტერატურული სამყარო იზრდება, მრავლდება, და თანამედროვე ტექსტებში ყურადღება ბევრ სხვადასხვა იდენტობას ეთმობა. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ თავიანთ შემოქმედებაზე და რეფლექსიებზე; იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეს ასპექტი მომავლის ლიტერატურაში.

მონაწილეები: ნანა აბულაძე, პოლინ პიკო (საფრანგეთი), კარმინ მიხელსი (ბელგია). მოდერატორი: ნუკა ღამბაშიძე

ენა: ინგლისური/ქართული 

 

16:30-17:45 – დისკუსია “ამბავი და თხრობა. როგორ ცვლის მულტიმედიურობა ლიტერატურას?”

ლიტერატურის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თხრობის ფორმების  განვითარება ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან ამბები ხელნაწერში მოხვდა, სცენაზე აღმოჩნდა, წიგნების სახე მიიღო, კინოეკრანზეც გადაინაცვლა. დღევანდელ, ციფრულ ხანაში კი ამბები მრავალნაირი ფორმით მიდის  ადამიანამდე: ტელევიზიით, სტრიმინგ-პლატფორმებით, ვიდეოთამაშებით,  ან სულაც ტრადიციული - ციფრული ან ნაბეჭდი ტექსტით.

დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ ჩვენი დროის მედიუმებზე, თხრობის ახალ ფორმებსა და ლიტერატურის ტექნოლოგიურ მომავალზე.

მონაწილეები: ივა ფეზუაშვილი, იან ბაკე (ნიდერლანდები), ნევა ლუკიჩი (ხორვატია).

მოდერატორი: ხათუნა ცხადაძე

ენა: ინგლისური/ქართული 

18:00-18:45 – შეხვედრა ინგა გაილესთან (ლატვია), ესაუბრება შოთა იათაშვილი. პოეზიის კითხვა (მთარგმნელი ნინო იაკობიძე).

ენა: ინგლისური/ქართული/ლატვიური

 

19:00-20:00 –  შეხვედრა ავტორებთან: რატი ამაღლობელი და იან ბაკე (ნიდერლანდები), ესაუბრება ნატა ლომოური. პოეზიის კითხვა.

პოეზიის კითხვა (ნიდერლანდურიდან მთარგმნელები: დათო ღოლიჯაშვილი/შოთა იათაშვილი)

ენა: ინგლისური/ქართული/ნიდერლანდური

 

20:00-21:00 – შეხვედრა ბობ ჰოლმანთან (აშშ), ესაუბრება მთარგმნელი პაატა შამუგია. პოეზიის კითხვა.

ენა: ინგლისური/ქართული 

 

21:30-22:30 – დავით წერედიანის თარგმანების საღამო.