წიგნში შესული სხვადასხვა
ჟანრის 10 მოთხრობა გამსჭვალულია იუმორით, ტრაგიზმით და ასევე საჭირბოროტო სოციალურ-ფსიქოლოგიური თემატიკით. ჟანრების მრავალფეროვნების მიუხედავად, მოთხრობები განკუთვნილია 12-იდან ზევით ასაკის მკითხველისათვის, რადგან იქ ასახული პრობლემები, საკითხები და თემატიკა მნიშვნელოვნად პასუხობს მკითხველის ამ დიდი ასაკობრივი პლასტის გრძნობებს, ინტერესებსა და შეხედულებებს. 5 პიესა ასევე სხვადასხვა ჟანრისაა და დრამატიზმით, ტრაგიკომიზმით და სიუჟეტების დინამიკური განვითარებით, დღევანდელი პრობლემების მაქსიმალური, ღრმა გააზრებაა, ანალიზია და ყოფის რეალისტური ასახვაა, მხოლოდ თავისებური ორიგინალური, ზოგჯერ ფანტასმაგორიული შტრიხებითა და გადაწყვეტით; დასკვნით ნაწილში კი ცხოვრების „ბარიერების“ გადალახვის მისაღები გზების მინიშნებებით.