25/12/2021

ჟურნალ „არილის“ საიუბილეო საღამო

25 დეკემბერს, 18:00 საათზე მწერალთა სახლში ლიტერატურული ჟურნალის „არილი“ მესამასე ნომრის პრეზენტაცია და საიუბილეო საღამო გაიმართება. 

 

საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“ წლებია არის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატრული ჟურნალი სადაც ყოველთვიურად იბეჭდება თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურა, ახალი თარგმანები, ლიტერატურული კრიტიკა და პუბლიცისტური წერილები.