13/07/2023

კინოჩვენება "უმბერტო ეკო - სამყაროს ბიბლიოთეკა"

იტალიის საელჩო თბილისში და მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს "უმბერტო ეკო - სამყაროს ბიბლიოთეკა" (რეჟ. დავიდე ფერარიო).
ფილმი ეძღვნება იტალიელ მწერალსა და სემიოტიკოსს, ფილოსოფოსსა და იტალიური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოაზროვნეს, უმბერტო ეკოს და მის პირად ბიბლიოთეკას, რომელიც 30.000-ზე მეტი თანამედროვე წიგნისა და 1.500 რარიტეტული გამოცემისგან შედგება.
ფილმში, ეკოსთან ერთად, მონაწილეობენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც მოგვითხრობენ არა მხოლოდ ამ წიგნებზე, არამედ ბიბლიოთეკის, როგორც "სამყაროს მეხსიერების", ეკოსეულ კონცეფციაზე.
ფილმის პრეზენტაციას გაუძღვება უმბერტო ეკოს რომანების თარგმნისთვის ლიტერატურული პრემია "საბას" ორგზის ლაურეატი ხათუნა ცხადაძე.
კინოჩვენება იმართება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივის - იტალიური კინოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის - ფარგლებში.

დრო: 13.05.2023 | 20:00 საათი. 
დასწრება თავისუფალია.