22/11/2023

ერლომ ახვლედიანის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ლიტერატურათმცოდნის, სცენარისტ გია არგანაშვილის ლექცია ერლომ ახვლედიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ

22 ნოემბერს, 15:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება ერლომ ახვლედიანის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ლიტერატურათმცოდნის, სცენარისტ გია არგანაშვილის ლექცია ერლომ ახვლედიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
მწერალთა სახლმა საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის ესეების კონკურსი 29 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს. მათ შეთავაზებული ორი თემიდან საკონკურსოდ უნდა დაეწერათ ერთ-ერთი:
-რის შესახებ გვიამბობს „ვანო და ნიკო"?
-ჩემი საყვარელი ნაწარმოები ერლომ ახვლედიანის შემოქმედებიდან („ვანო და ნიკო", იგავები, „კოღო ქალაქში").
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სკოლების 75-მა მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულები მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია, მათი ვინაობა დაჯილდოების დღეს გახდება ცნობილი.
დასწრება თავისუფალია!