29/11/2023

მწერალთა სახლისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა

29 ნოემბერს, მწერალთა სახლისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ორივე მხარემ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
ამერიკის საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი, ალექსანდერ დანიელსი, კულტურის ატაშე ივან ქელი და კულტურის პროგრამების მენეჯერი - თამარ რთველიაშვილი.
შეხვედრამდე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მოინახულეს, რომელიც 2023 წლის მარტში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.