08/12/2023

მწერალთა სახლში ოთარ ჭილაძის ხსოვნის საღამო გაიმართება

8 დეკემბერს 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ოთარ ჭილაძის ხსოვნის საღამო გაიმართება.
ოთარ ჭილაძის ღვაწლი ქართულ მწერლობაში ფასდაუდებელია. მას ეკუთვნის რომანები: „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" (1973), „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" (1976), „რკინის თეატრი" (1981), „მარტის მამალი" (1987), „აველუმი" (1995), „გოდორი" (2003); ასევე არის არაერთი პოეტური კრებულის, პოემისა და დოკუმენტური პროზის ავტორი.
ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზე იბეჭდება. მისი შემოქმედებისადმი მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესის დასტურია ის, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩეხეთის პენ-კლუბის მიერ წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე, ხოლო 1999 წელს მწერალი დასახელდა ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში, 5 სხვა მწერალთან ერთად. 1992 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის (1997) და ალექსანდრე ყაზბეგის (1999) პრემიები. 1983 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია.
შეხვედრის დრო: 8 დეკემბერი, 19:00 საათი
მისამართი: მაჩაბლის 13, მწერალთა სახლი
დასწრება თავისუფალია!