13/12/2023

ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა

13 დეკემბერს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში ფრანგი მწერალი და რეჟისორი, ლიტერატურის პროფესორი ფილიპ კლოდელი ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა გაიმართება ფილიპ კლოდელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ფრანგი მწერალი 12-დან 15 დეკემბრამდე თბილისის სტუმარი იქნება.
ფილიპ კლოდელი მრავალი წიგნის ავტორი, რეჟისორი და დრამატურგია. მისი პირველი რომანი, „მეზი მას ივიწყებს" 1999 წელს გამოქვეყნდა. პირველი დიდი ლიტერატურული წარმატება კი კლოდელს 2003 წელს გამოქვეყნებულმა ნოველების კრებულმა - „პატარა მექანიზმები" მოუტანა, რომელსაც ნოველების გონკურის პრემია მიენიჭა. 2003 წელს მისი რომანი „ნაცრისფერი სულები" რენოდოს და ჟურნალ ELLE-ს პრემიით დაჯილდოვდა. ორი წლის შემდეგ ამავე წიგნის მიხედვით, ფილმი გადაიღეს.
ფილიპ კლოდელმა 2008 წელს გადაიღო პირველი ფილმი - „დიდი ხანია, რაც მიყვარხარ", კრისტენ სკოტ ტომასისა და ელზა ზილბერსტეინის მონაწილეობით. ფილმმა მაშინვე დაიმსახურა კრიტიკოსების დიდი მოწონება - სურათი დაჯილდოვდა „სეზარის" ორი პრემიით, ბერლინის კინოფესტივალის ორი პრემიით და რიგი სხვა პრემიებით.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია!