პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ფარგლებში 2020 წელს 13 პროექტი დაფინანსდა

თარიღი : 26.02.2020

მწერალთა სახლის მიერ ქართველი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ფარგლებში, მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 13 გამარჯვებული პროექტი:

  • ტომას სტერნზ ელიოტი -ბებერი ოპოსუმის წიგნი კატის ნაირსახეობათა შესახებ- ანა კოპალიანი (მთარგმნელი) - გამომცემლობა ინტელექტი

  • პეტერ ჰანდკე - მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში - მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა ინტელექტი

  • ნინო ხარატიშვილი, ანდრეას ფლურაკისი, ლაშა ბუღაძე - „ სამი პიესა მედეას შესახებ“ - სოფიო შამანიდი, ნინო ბურდული (მთარგმნელები) -გამომცემლობა არტანუჯი

  • მერაბ მამარდაშვილი და ალექსანდრ პიატიგორსკი - სიმბოლო და ცნობიერება - ბაქარ როსტიაშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა კალმოსანი

  • მატიას ენარი - კომპასი - პაატა ჯავახიშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა დიოგენე

  • ევრიპიდე - „ბაკქი ქალები“ - ნანა ტონია (მთარგმნელი) - თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი

  • ევრიპიდე - „ტროელი ქალები“ - ნანა ტონია (მთარგმნელი) - თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი

  • გივი მარგველაშვილი - მედეა კოლხეთიდან კოლხოსში-თამარ რეკკ-კოტრიკაძე (მთარგმნელი) - ა.ა.ი.პ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „ კავკასიური სახლი“

  • ვირჯინია ვულფი - „ტალღები“ - ლანა ტყეშელაშვილი (მთარგმნელი) - საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

  • თორნტონ უაილდერი - „მარტის იდები“ - ნინო ღამბაშიძე (მთარგმნელი) - აკადემიური წიგნი

  • ერიკ ლი - „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“ - ქეთევან ქანთარია (მთარგმნელი) - გამომცემლობა პოეზია

  • იტალო კალვინო -„კოსმოკომიკური ამბები“- ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ალბერ კამიუ და რენე შარი - „1946-1959 წლების მიმოწერა“ - ქეთევან კოკოზაშვილი (მთარგმნელი) - შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო