"სიტყვების ქსოვა: თარგმანის მაგია ბორხესის შემოქმედებაში" - ვალერია მაილსის საჯარო ლექცია

თარიღი : 11.07.2023

 მწერალთა სახლის ორგანიზებით, 11 ივლისს 18 საათზე, ესპანელი მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი ვალერია მაილსი საჯარო ლექციას გამარავს ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებისა და თარგმანის ხელოვნების შესახებ - "სიტყვების ქსოვა: თარგმანის მაგია ბორხესის შემოქმედებაში".

ვალერია მაილსი არის ესპანურენოვანი ჟურნალ Granta-თანადამაარსებელი და მისი ერთ-ერთი სვეტის რედაქტორი, ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების - იელისა და პომპეუ ფაბრას  პროფესორი, the Dublin Literature Prize-ის ფინალისტი, ასევე PEN Translates Award-ის მფლობელი ბოლოდროინდელი თარგმანისთვის: მილენა ბოსკეტსის რომანიესეც ჩაივლის“.

ვალერია მაილსი წლების განმავლობაში გახლდათ მნიშვნელოვანი ესპანური  გამომცემლობის Alfaguara ერთ-ერთი დირექტორი. 2008 წელს გახდა გამომცემლობა Duomo Ediciones-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ის არის მრავალი წიგნისა და ანთოლოგიის ავტორი. მისი დამსახურებაა რობერტო ბოლანიოს გამოქვეყნებელი არქივის დამუშავება და პუბლიკაცია. 2013 წელს არგენტინის წიგნის გამავრცელებელმა ფონდმა Fundacio El Libro ვალერია მაილსს მსოფლიოში წიგნის სამყაროყველაზე გავლენიანი პროფესიონალისწოდება მიანიჭა

ვალერია მაილსის საჯარო ლექცია მიეძღვნება ბორხესის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტებს: ბორხესის გავლენა ლიტერატურაზე, ბორხესი და ლიტერატურული ტრადიცია, ბორხესის ენა, ესპანური ენის ტრანსნაციონალური მნიშვნელობა (მარიო ვარგას ლიოსა და მაგიური რეალიზმის მწერლები, რობერტო ბოლანიო), ხორხე ლუის ბორხესის მეგობრობა ბიოი კასარესთან და სილვინა ოკამპოსთან. ადოლფო ბიოი კასარესის წიგნის თარგმანი.

ღონისძიებას ქართულ ენაზე თარგმნის და მოდერაციას გაუწევს ლანა კალანდია.

დასწრება თავისუფალია!