მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ესპანურ ენაზე მთარგმნელთათვის

თარიღი : 17.07.2023

მწერალთა სახლში, 12-15 ივლისს, მწერლის, გამომცემლისა და მთარგმნელის, ვალერია მაილსის ლიტერატურული მთარგმნელობითი სემინარი გაიმართა, ქართულიდან ესპანურ ენაზე მთარგმნელთათვის.  

სემინარში ექვსი მთარგმნელი მონაწილეობდა: თეონა ალხაზიშვილი, სოფო გოდუაძე, ქეთი გუნიავა, ნინო ჭინჭარაული, ქეთევან ხუსკივაძე და ნანა აბულაძე.

სამუშაო სესიების დროს, სემინარის ხელმძღვანელი, ვალერია მაილსი და თანახელმძღვანელი, მთარგმნელი ლანა კალანდია, სემინარის მონაწილეებთან ერთად განიხილავდნენ სათარგმნად შერჩეულ ტექსტებს და მხატვრულ თარგმანთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.