ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის ერლომ ახვლედიანის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად

თარიღი : 29.09.2023

მწერალთა სახლი ერლომ ახვლედიანის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

 

მოსწავლეებმა ერლომ ახვლედიანის შემოქმედების მიხედვით ორი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

         

1. რის შესახებ გვიამბობს „ვანო და ნიკო“?

 

2. ჩემი საყვარელი ნაწარმოები ერლომ ახვლედიანის შემოქმედებიდან („ვანო და ნიკო“, იგავები, „კოღო ქალაქში“)

 

საკონკურსო ესეები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე nbekishvili@writershouse.ge. ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).  აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, რეგიონი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.

კონსულტაციისთვის დარეკეთ: 593393866 (ნინო ბექიშვილი)

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 13 ნოემბერი.

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.

დაჯილდოება გაიმართება დეკემბერში, მწერალთა სახლში.

 

გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

 

I პრემია - 500 ლარიანი ვაუჩერი

 

II პრემია - 300 ლარიანი ვაუჩერი

 

II პრემია - 200 ლარიანი ვაუჩერი

 

გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!