"ქართული პროზა კინოში" - კინოჩვენებათა სერია

თარიღი : 03.10.2023

21 ოქტომბრიდან მწერალთა სახლში! „ქართული პროზა კინოში“ - კინოჩვენებათა სერია

„ქართული პროზა კინოში“ აერთიანებს ლიტერატურისა და კინოს სფეროებს. ამ რეტროსპექტივაში წარმოდგენილი იქნება ქართული ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც შთაგონებულია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებით. ჩვენებები მწერალთა სახლში გაიმართება და ხელოვნების ორ სფეროს, ლიტერატურასა და კინემატოგრაფიას გააერთიანებს.
კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია მოწვეული სტუმრის მონაწილეობით.

თარიღი: ყოველი შაბათი-კვირა
დრო: 17:00 საათი
მისამართი: მწერალთა სახლი, მაჩაბლის 13

---------
ველით სახელოვნებო სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიას!