პარიზის წიგნის ფესტივალი

თარიღი : 11.04.2024

ასე გამოიყურება პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი! შეგახსენებთ, რომ საქართველო ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად იღებს მონაწილეობას.

12 აპრილს, პირველ საფესტივალო დღეს, დაგეგმილია ღონისძიება, სახელწოდებით „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი", რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.

ღონისძიება გაიმართება Grand Palais Éphémère-ში. პანელ-დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ბელა ხაბეიშვილი. შეხვედრას დაესწრებიან უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.