22 ივლ 2024

ავტორი: მაკა ჯოხაძე

მამუკა სალუქვაძე − კაცად დაბადებული ბიჭი

მამუკა სალუქვაძე თომას ვულფის „დაკარგულ ბიჭს" ჰგავდა, თავისიასაკისათვის უჩვეულოდ მშვიდსა და თვინიერს. მე მას შორიდანვიცნობდი. მომწონდა ფიზიკურად, მიყვარდა უფრო იმის გამო,ინოლა გურგულიას და ანზორ სალუქვაძის შვილი რომ იყო. მასთანდაკავშირებით ვერ ვიცილებდი ერთ უცნაურ განცდას - მე იგიგამუდმებით მენანებოდა. ეს განცდა პირველი შეხვედრისთანავეგამიმძაფრდა, გიგი სულაკაურმა რომ გამაცნო ბაკურიანში,ახალგაზრდა ხელოვანთა სემინარზე.კარგად მესმის, სინანული და ახალგაზრდობა ოპოზიციურიდაწყვილებაა. მით უფრო მაშინ, როცა ზევით ფირუზისფერი ცისა დათეთრი ღრუბლების მსუბუქი ქარავანი მიირწევა. ირგვლივ მზე დათოვლი ერთად ბარდნის, ქვემოთ კი კოხტა გორას ფერდობებზეგოგო-ბიჭებით დახუნძლული ციგები მისრიალებენ და ლილისფერყინვაში გაფანტული სიცოცხლის ყიჟინა მხიარულ ზანზალაკებადწკარუნობს.რა დროს სინანულია, როცა იმედებითა და სინათლით სავსე წლებიაწინ, როცა ცხოვრებას ეგზოტიკური ხილის გემო აქვს და სამოთხისსურნელი ასდის...არადა, როგორღაც ვერ ჯდებოდა ამ საერთო ზარ-ზეიმში. სიხარულისგამზიარებელს უფრო ჰგავდა, ბევრი რამის მნახველსა და გადამტანს.მხურვალედ ეგებებოდა სხვათა ნეტარ გულუბრყვილობას - გართობადა სიცოცხლით ტკბობა რომ ჰქვია სახელად... ასეთადდამამახსოვრდა, წლების განმავლობაში ვეღარსად ვხვდებოდი.და აი, ჩემს ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როცა მთელი სისავსითგაჩნდა მამუკა სალუქვაძის შემოქმედებით სამყაროსთან მიახლებისმოთხოვნილება. გამოგიტყდებით, ყველა ჩემი უკეთესი ესეი თუწერილი ამ მოთხოვნილებითაა შექმნილი.მამუკა იმ დროს უკვე ავად იყო. თუმცა, ეს ის ოთხმოცდაათიანიწლებია, როცა მთელი ქვეყანა ავადაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენიოჯახი იმ ავბედით, ტრაგიკულ წლებში უამრავ ადამიანს ეგულებოდაშემწედ და სულის მოსათქმელად, ცოდვაში ჩაძირული ქვეყნისშემხედველს მე ჩემი ჩუმი დეპრესიები მიღებდა ბოლოს. რა თქმაუნდა, არ ვიმჩნევდი, რითაც შემეძლო ვებრძოდი, ვუძალიანდებოდი(ამის ნიმუშია იმ წლებში შექმნილი გია ბუღაძის ფერწერულიტილოების მიხედვით დაწერილი ჩემი ესეების მთელი ციკლი„ჩაძირული დღესასწაული").ჩემს გულიან მეზობელს, მამუკას ბიძას, ანრი სალუქვაძეს ვთხოვე,მამუკას ყველა წიგნი მოეწოდებინა ჩემთვის. მაშინ თითქოსმხოლოდ ერთ სურვილს ვყავდი შეპყრობილი, მომესწრო მამუკასგახარება და გაოცება (ისეთი მზაობა იყო ჩემში, დარწმუნებული ვარ,ეს ასეც იქნებოდა), მაგრამ ვერც წიგნები მივიღე და არც ჩემი წერილიდაიწერა. ეტყობა, უკვე ძალიან გვიან იყო...არადა, ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. სწორედ წლების მერე,მთლიანობაში, მთელი სისრულით უნდა დამენახა მხატვრულადგანხორციელებული მამუკას მრავალმხრივი სამყარო, რომლისპოტენციასაც მე ჯერ კიდევ მისი შემოქმედების არცოდნის პერიოდშივგრძნობდი. ისევე, როგორც ეს იგრძნო ამერიკელმა, ბრევარდისკოლეჯის პრეზიდენტმა, ტომ ბერთრანმა, სიცოცხლის ბოლო წლებშირომ დაუმეგობრდა მამუკა სალუქვაძეს და ასეთი ბარათი მისწერა:„მართალია, მე მთარგმნელის გარეშე ძალიან მიჭირს შენი ლექსებისბოლომდე შეგრძნება, რადგან თქვენი ქართული ენა, ჯერ კიდევკარგად არ ვიცი. თუმცა, იმთავითვე მჯეროდა და ახლაც მწამს, რომშენ დიდი პოეტი და დიდი სულის მატარებელი ხარ".ამ უცხოელმა კაცმა ზუსტად ამოიცნო მამუკას ხასიათიც, მისიბუნება: „ის, რომ მისი მნიშვნელობა, როგორც პოეტისა,საზოგადოებას არა აქვს გაცნობიერებული, მისთვის არაფერსნიშნავს", - და იმავე პერიოდში ასეთი წერილი გაუგზავნა აშშ. ემორისუნივერსიტეტის დოქტორს, კენეტ უოკერს, რომელიც საქართველოშისამედიცინო განათლებისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად იყომოვლინებული: „...იგი ახლახან გარდაცვლილ დიდ მხატვარს, ირაკლიფარჯიანს მაგონებს - მისი თავდადებით. მას სურს გამოავლინოსქართული კულტურის უმშვენიერესი, უზადო წყაროები და შექმნასახალი პოემები, რომლებიც თანამედროვე აზროვნებისგამოხმაურებაა. იგი ქართველი იეიტსი, თომას ელიოტი, რობერტფროსტი და რობერტ პენ უორენია ერთად აღებული. ის ჯერ კიდევშედარებით ახალგაზრდა კაცია, რომელიც ქრონიკულმა სიგარეტისწევამ და ალბათ, სხვა სამედიცინო პრობლემებმა ასე ადრედააავადეს.ეჭვი არ არის, რომ ყოველთვის, როცა თბილისში ხარ, მოგმართავენსამედიცინო პრობლემებით გავლენიანი და მდიდარი ადამიანებიდახმარებისათვის. არც ერთი არა აქვს პოეტებს და ჩვეულებრივუკაპიკონი არიან. მე ვიცი, შენ გესმის ჩემი განსაკუთრებულითხოვნის მნიშვნელობა. ეს კაცი იმსახურებს როგორც შენს, ისეემორის უნივერსიტეტის ყურადღებას.ძვირფასო კენ! იცი, რომ ახლა მისთვის უმთავრესია სიცოცხლისდარჩენილი დროის მუშაობისთვის სრული გამოყენება. გმადლობ,კენ, ბედნიერ შობას გისურვებ. შენი ტომი, 24 დეკემბერი. 1996წელი".შელლის სიტყვებია - პოეტები სამყაროს აუღიარებელიკანონმდებლები არიანო.
აუღიარებლობა და მიუსაფრობა - საქართველოს ამ მარადიულბედისწერას იმეორებდნენ სამშობლოს უკეთესი შვილები ყველადროში. არც ჩვენი დრო აღმოჩნდა ამ მხრივ გამონაკლისი.ტომი ბერთრანის პათოსი და ინტონაცია ჩვენთვის ისტორიულიქრონიკებიდან რომ იყო ცნობილი, ასეთი აქტუალურია ამ წუთებშიც,XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მიწურულსაც...მამუკა სალუქვაძის შინაგანი სამყარო კი თავისი მრავალმხრივობითადა მასშტაბურობით, მართლაც აღმოჩენა იყო ჩემთვის. იგიუმძაფრესი სიცხადით გრძნობდა დროის დინებას. იქნებ ამიტომაცშეაჩერა ყურადღება იმპრესიონისტებზე, წარმავლობის მსახვრალხელს რომ გამოსტაცეს ულამაზესი ფრაგმენტები დაშთაბეჭდილებები. კლოდ მონე, პიერ ოგიუსტ რენუარი, ვინსენტ ვანგოგი, პოლ გოგენი, ტულუზ ლოტრეკი, ანრი მატისი, ნიკოფიროსმანი, კამილ პისარო, ედუარდ მანე, პაბლო პიკასო... აი,არასრული სია იმ დიდი მხატვრებისა, რომელთა ფერწერულიტილოების სიტყვიერი, პოეტური სურათები დაგვიტოვა მამუკასალუქვაძემ.მისი შემოქმედების უშუალობაზე, სისუფთავესა და ბუნებისაგან„სულგაუმიჯნაობაზე" მეტყველებს ზღაპრული ციკლი ჭკვიანთუთიყუშ ჟაკოზე, ფერნანდო პოს კუნძულიდან რომ მოფრინავს დაუცნაური თავგადასავლებით შემოივლის დედამიწას. ჩემი აზრით, ესსაოცარი პოემა-ზღაპარი ბოლო ათწლეულებში ყველაზე უანგარო დამნიშვნელოვანი საჩუქარია ჩვენი პატარებისათვის. საოცარია, რაზედმიწევნით იცნობს მამუკა ბავშვის ბუნებას, მისი წარმოსახვის დაფანტაზიის უნარს. წარმომიდგენია, რომელიმე ევროპული ქვეყნისპოეტს რომ დაეწერა ეს ზღაპარი, რა სწრაფად მოხდებოდა მისიეკრანიზაცია. რა სიუხვით გაჩნდებოდა მულტფილმებში მთელიწყება შემეცნებით-გასართობი სერიალებისა. რამდენი რამგაკეთდებოდა, რომ ამ ულამაზეს ნაწარმოებს მრავალი ქვეყნისბავშვი გაეხარებინა. ჩვენთან კი მისი ბეჭდვაც არ დასრულებულა, არაკინძულა პატარ-პატარა წიგნებად...მამუკა სალუქვაძემ ქართველ მკითხველს, შეიძლება ითქვას, რომპირველმა გააცნო ვიქტორ ჰიუგოს ლექსები. ამ დიდ ხელოვანს ჩვენძირითადად რომანებით ვიცნობდით. ახლა, როგორც წიგნისშესავალში წერს მთარგმნელი, მის სახელს პოს, ბაირონის, შელის,გოეთეს, ჰაინესა და ბოდლერის გვერდით მოიხსენიებენ. მამუკასმიერ ბრწყინვალედ თარგმნილმა ამ წიგნმა პირადად მე იმითაცგამაოცა, რომ ასეთი ნეტარებით, ფსიქოლოგიური სიღრმითა დასიზუსტით წარმოაჩინა ზოგადად მოხუცის და კერძოდ მოხუციჰიუგოს, როგორც ბაბუის, შეგრძნებები, ემოციები, სიყვარული დალტოლვა შვილიშვილისადმი. კერიის სითბო და ინტიმი ძველიაბაჟურივით მყუდროდ ანათებს ჩვენს გულებს, როცა ამ საოცარმიძღვნებს კითხულობ.მამუკა სალუქვაძე ისევე უჩუმრად ცხოვრობდა და იღვწოდა, როგორცცხოვრობენ და იღვწიან ნამდვილი კაცები. მისი ბუნებისა დაცხოვრების წესის გამო იყო, რომ დღემდე მხოლოდ უახლოესმაადამიანებმა იციან, როგორ წავიდა ომამდე კორესპონდენტადაფხაზეთში, სანაპიროზე როგორ წაართვეს აპარატურა და ფირი,თბილისში დაბრუნებული და მძიმედ მოწამლული კი რამდენიმედღე იწვა და მკურნალობდა ქავთარაძის ქუჩაზე მდებარესაავადმყოფოში.ადრეული ასაკიდან დაწყებული ვიდრე აღსასრულამდე მთელი მისიცხოვრება იყო უზენაესის გამოცდა. ისეთი განცდა მაქვს, რომ მან ამისშესახებ ბიჭობიდანვე იცოდა. მამუკა ამართლებდა ჩემეულფორმულას - თუ შვიდი წლისა არა ხარ კაცი, კაცი ვერც ჩვიდმეტისაიქნები და მით უფრო, ვერც ორმოცდაშვიდისა...მამუკა სალუქვაძე კაცად დაბადებული ბიჭი იყო - ლამაზი, ჭკვიანი,ღრმა ადამიანი. ამიტომაც სნობურად, მოდურად კი არ წაპოტინებიასარწმუნოებას, რელიგიის სფეროს. ნაბიჯ-ნაბიჯ, ინტელექტუალურითუ ცხოვრებისეული გამოცდილების გზით იარა და გაიზარდასულიერად. მხოლოდ ტკივილითა და ტანჯვით მოპოვებულისიბრძნის მერე მისცა თავს უფლება, რომ ათი მცნება გაელექსა.ეკლესიასტეს მიხედვით გაერითმა და დაეწერა საკუთარიშეგრძნებებითაც ამაოებათა ამაოებაზე, მშვიდი, ღვთიურიწონასწორობით მოეთხრო შესაქმის დღეთა შესახებ...მამუკა სალუქვაძე იმითაც გამოირჩა თავის თაობაში (და არა მხოლოდთავის თაობაში), რომ ყველაზე ადრე მიიყვანა უფალმა თავისთან,ყველაზე ადრე ჩაიკრა გულში და რწმენის ძალას აზიარა. ეს ძალამალამოდ დაეფინა მის ფიზიკურ ტკივილებს.მე არ მინახავს ავადმყოფი მამუკა. მე დიდთვალება, სევდიანი დახალისიანი მამუკა მახსოვს. სამაგიეროდ, მისი მამა ვნახეწვერმოშვებული, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილისაგან დამდნარი.ისეთი ცვილისფერი, ისეთი გაფართოებული თვალებით, რომ ვერვიცანი, ვიკითხე, ვინ არის-მეთქი, მწერალთა ერთ-ერთ ბოლოყრილობაზე. ანზორ სალუქვაძეაო, მიპასუხეს.იმედად ისღა რჩებოდა, რომ ამ გაოცებულ, ოდნავ შეშლილ თვალებსმამუკა დახვდებოდა მიღმიერი სამყაროს ზღურბლზე. ნუ გეშინია,მამაო, - ეტყოდა, გამოუწვდიდა ხელს და შეაცურებდა უწონადოსივრცეში, იქ, სადაც სულებს ერთმანეთის ესმით და უყვართ.როგორი საოცარიც იყო, ისეთი საოცარი ანდერძი დატოვა ინოლაგურგულიამ. ამ ანდერძში ცალ-ცალკე დაემშვიდობა მეუღლეს - მიხოშუღლიაშვილს, მამას, ძმას, შვილებს - პატარა იას და დათოს,მეგობრებს. მამუკას შემდეგი სიტყვები ერგო ნუგეშად:„მამუკა, დედი! შენ შემოგევლოს შენი დედიკო, შენ იცი როგორლამაზად გამიგრძელებ და გამიხანგრძლივებ სიცოცხლეს. დედისდამარხვა ვაჟკაცის ვალია, შენ პირველი არ ხარ, გახსოვდეს. რა აზრიაქვს სხეულს და მძორს, როცა ჩემი სული შენში ცოცხლობს, ჩემიათასი ფიქრი და გრძნობა შენში გრძელდება, სიცოცხლეო ჩემო.იყავ ბედნიერი მასთან, ვინც გიყვარს. იყავ ჩემსავით ხალისიანი,გიყვარდეს მამული შენი და იცოდე, რომ შენი ნიჭით და კალმითდიდი ვალი გაქვს მის წინაშე. ნუ გეშინია, დედი! მე შენში ვარ დაამით შენთან ვარ მუდამ".მამუკა სალუქვაძემ ღირსეულად აღასრულა ეს ვალი უფლის,სამშობლოს, დედის, შვილების - ნინოსა და ლუკას წინაშე. 

თაგები:

#

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია