ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანია ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, რაც გულისხმობს საერთაშორისო მასშტაბით ქართველი ავტორების ცნობადობის გაზრდასა და მათი ნაწარმოებების საავტორო უფლებების გაყიდვას, ასევე, მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობას და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებას.
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში 2011-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 150-ზე მეტი პროფესიონალი ეწვია, რის შედეგადაც არაერთი საავტორო უფლება გაიყიდა საზღვარგარეთ.
2021 წელს მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მხარდაჭერით რიგით მე-11 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართა.
წელს თბილისს საფრანგეთიდან და იტალიიდან 6 გამომცემელი, საავტორო უფლებების მენეჯერი და ლიტერატურის აგენტი ეწვია:
Joachim Schnerf - Éditions Grasset;
David Gressot - Actes Sud;
Patrizia Chendi - Marsilio Editori;
Dorothy Aubert - Éditions Belleville;
Yves Torres - Les éditions du Typhon;
Sophie Langlais - BAM Agency.