ლიტერატურული მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელთათვის

თარიღი : 16.06.2023

მწერალთა სახლის ორგანიზებით, ივნისში გაიმართა ლიტერატურული მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელთათვის.
5 დღის განმავლობაში, სემინარში მონაწილეობა ექვსმა მთარგმნელმა მიიღო: მედეა აბულაშვილმა, ანა ბერიშვილმა, თეა გამრეკელმა, სალომე გვენცაძემ, ირინე დარჩიამ და ანა ჩიქოვანმა.
სამუშაო სესიების დროს, სემინარის ხელმძღვანელი დიმიტრის ცეკურასი (მწერალი, მთარგმნელი, რედაქტორი) და ქართველი თანახელმძღვანელი, მთარგმნელი ანინა გოგოხია, სემინარის მონაწილეებთან ერთად
განიხილავდნენ სათარგმნად შერჩეულ ტექსტებს; ასევე იმ აქტუალურ საკითხებს, რომლებიც მხატვრული თარგმანის შესრულებისას იჩენს ხოლმე თავს.
ლიტერატურული მთარგმნელობითი სემინარის ფარგლებში, ბერძნულ ენაზე ითარგმნა ერლომ ახვლედიანის ,,ვანო და ნიკოს" რამდენიმე თავის საცდელი ვარიანტი.