თარიღი : 20.05.2024
16 მაისს საქართველოს მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
აღნიშნული შეთანხმების საგანია
• პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და ხანგრძლივი, ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარება მხარეებს შორის, რომელიც მიმართულია გაფორმებული მემორანდუმის რეალიზაციაზე;
• მხარეთა თანამშრომლობა მათი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში, რომელიც მიმართულია საერთო მიზნების მიღწევისა და საქართველოსა და სერბეთის კულტურული, საგანმანათლებლო, ეროვნული, მორალურ-ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების განმტკიცებისკენ.
შეხვედრის მეორე ნაწილში სერბმა პოეტმა ქალბატონებმა რამდენიმე საკუთარი ლექსი წაიკითხეს სერბულ და ინგლისურ ენებზე.