გამომცემლობების ხელშეწყობის პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდენ

თარიღი : 09.03.2025

მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული ხელშეწყობის პროგრამა გამომცემლობებისთვის, რომელიც ითვალისწინებს გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი, წიგნად გამოსაცემი ნაწარმოებების ფინანსურ მხარდაჭერას (არანაკლებ 3 000 და არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით), დასრულდა.

 პროგრამის ფარგლებში შემოვიდა 25 განაცხადი, რომლებიც განიხილა სპეციალურმა კომისიამ და გამოავლინა გამარჯვებულები:


 გამომცემლობაბილიკები“ (რევაზ კვერენჩხილაძე საბუთები ღაღადებენ“);

 გამომცემლობამერიდიანი“ (გიორგი სოსიაშვილი რჩეული მოთხრობები“);

 გამომცემლობაუნივერსალი“ (ამირან გომართელი ტრადიცია და ტრადიციის კვალდაკვალ“);

 გამომცემლობასაუნჯე“ (გივი ჩიღვინაძე სურათები ძველი ალბომიდან“);

 გამომცემლობაწიგნი+ერი“ (ჯეკო სვიმონიშვილი წითელი სიკვდილი“, სალომე ტაბატაძე სამი დეტექტივი“, სერგო ქიტიაშვილი პარანოია“).


 კომისიის გადაწყვეტილებით, უპირატესობა მიენიჭა გამომცემლობებს, რომლებმაც წარმოადგინეს იმ ავტორთა წიგნები, რომელთა შემოქმედება (ნაშრომი) ზედმიწევნით პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ პროცესებში.


 რეალურად, გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში შემოვიდა 27 ავტორის შესახებ განაცხადი, თუმცა აქედან 3 ავტორის წიგნზე (ჯეკო სვიმონიშვილი წითელი სიკვდილი“, სალომე ტაბატაძე სამი დეტექტივი“, სერგო ქიტიაშვილი პარანოია“) განაცხადი ერთმა გამომცემლობამ („წიგნი+ერი“) წარმოადგინა, რომელიც სტანდარტულად ერთი გამომცემლობისთვის დაწესებულ დაფინანსებას მიიღებს.

უნდა აღინიშნოს, რომწიგნი+ერისმიერ წარმოდგენილი სამივე ავტორი დებიუტანტია. შესაბამისად, კომისიამ მხარი დაუჭირა პერსპექტიული ახალგაზრდა ავტორების წარმოჩენას და გამომცემლობას მისცა შესაძლებლობა, დასტამბოს დებიუტანტი პოეტები და პროზაიკოსები.

 პროგრამის ფარგლებში შემოსული 25 განაცხადიდან, ვინაიდან ბევრი იყო საყურადღებო და საინტერესო პროექტი, რომლებიც ამჯერად ვერ მოხვდნენ ხუთეულში, კომისიის გადაწყვეტილებით მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დასახელდნენ გამარჯვებულთა შორის, ახალ ხუთეულთან ერთად, პროგრამის მომდევნო გამოცხადებისას, რომელიც ამა წლის სექტემბერში იგეგმება.


 მწერალთა სახლი ულოცავს გამარჯვებულ გამომცემლობებსა და ავტორებს და უსურვებს შემოქმედებით წარმატებას!