5 თებ 2024

ავტორი: ეკა მახარაშვილი

ახალი ძველი ამბები

ცნობილია, რომ ირაკლი წერეთელსა და ნოე ჟორდანიას შორის დავა ატყდა დამოუკიდებელი საქართველოს გერბის თაობაზე. ოღონდ ეს იყო მოგვიანებით, 1919 წლის 12 მარტს, პარლამენტის სხდომაზე. მაშინ საყოველთაო კენჭისყრით უკვე ჩატარებული იყო პროპორციულ სისტემაზე აგებული დამფუძნებელი კრების ანუ პარლამენტის არჩევნები. მის თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, მოადგილედ ანუ უფროს ამხანაგად, როგორც მაშინ ეძახდნენ, ალექსანდრე ლომთათიძე.

"სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში პირველი დიდი დავა აგვიტყდა რესპუბლიკის ემბლემის შესახებ. ირაკლი წერეთელმა წამოაყენა მიჯაჭვული პრომეთეის ნაციონალურ ემბლემათ გამოცხადება; მე ეს არ მომეწონა, შევედავე. მთავარი ჩემი არგუმენტი იყო ის, რომ ტყვე, შებოჭილი პრომეთეი სრულიად არ შეესაბამება ახალშობილ, განთავისუფლებულ ერს. მე წამოვაყენე ამ აზრის გამომხატველი თეთრი გიორგი, ცხენზე კოხტად შემჯდარი და ცის სივრცეში თავისუფლათ მარდათ მფრინავი. ბევრი კამათის შემდეგ გავიდა ეს წინადადება. მისი მოწინააღმდეგენი ასაბუთებდნენ თავის აზრს იმით, რომ თეთრი გიორგი იგივე წმიდა გიორგია. ეს კლერიკალიზმია, უკან დაბრუნებაა, საეკლესიო ემბლემის რესპუბლიკის ემბლემათ გამოცხადებაა და სხვა... ამათი აზრიც მივიღეთ სახეში და თეთრ გიორგის წმიდა გიორგის ყველა ნიშანი ჩამოვაშორეთ..." – იხსენებდა ნოე ჟორდანია.

გერბი თეთრი გიორგის გამოსახულებით 1918 წლის 27 დეკემბერს დამტკიცდა. მხატვარი - იოსებ შარლემანი გახლდათ, გერბზე წმინდა გიორგის გამოსახვის ახალი წესების ავტორები კი - მხატვრები - დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე...

სახელმწიფო ჰიმნი კოტე ფოცხვერაშვილმა შექმნა.

ასე იყო თუ ისე, ოცნება ასრულდა...

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია