12 თებ 2024

ავტორი: ეკა მახარაშვილი

ახალი ძველი ამბები

დიმიტრი ყიფიანიც და ილიაც ერთი საქმისთვის იღწვოდნენ, ოღონდ ხშირად ერთმანეთის ოპონენტები იყვნენ. ორივე გლეხების გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ილია ითხოვდა, რომ მემამულეებს გლეხებისთვის უსასყიდლოდ დაეთმოთ მამული, „დიდი უმრავლესობა თავადაზნაურობისა უარზედ იდგა, დეე, ბატონ-ყმობა ნუღარ იქნება, მოისპოს, მაგრამ მიწას, მამულს კი ვერ დაუთმობთ ჩვენს ეხლანდელ ყმებსაო. თვით დიმიტრი ყიფიანიც კი წინააღმდეგი იყო მამულის უსასყიდლოდ დათმობისა, და, აი, თავად-აზნაურთა კრებაზედ, რომელსაც თავმჯდომარეობდა გუბერნიის მარშალი დიმიტრი ყიფიანი და რომელსაც სწორედ ეგ საჭირ-ბოროტო საგანი უნდა განეხილნა, ილია პირველი წამოდგა და თამამად, გაბედვით გამოაცხადა, გლეხს მიწა უნდა მიეცეს და ისე უნდა განთავისუფლდესო. ეს იყო მიზეზი, რომ კინაღამ იქვე არ გამოჰხანჯლეს ილია და მას უკან შორი ახლო დასდევდა გუნდი ახალგაზრდობისა, მუდამ მზად მყოფი დაეცვა ილია გაბოროტებულ თავად-აზნაურთა თავდასხმისაგან.“ (გრიგოლ ყიფშიძე)

1871 წელს საქართველოს იმპერატორი ესტუმრა. თავად-აზნაურთა ყრილობამ შეადგინა მოთხოვნა, საქართველოში უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე, მაგრამ თავადაზნაურთა იმ დროინდელმა მარშალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა, მეფის ნაცვლის, ბარონ ნიკოლაისა და თავადაზნაურთა რეაქციული ჯგუფის სურვილის თანახმად, გვერდი აუარა ამ დადგენილებას და თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნის მოთხოვნა წარადგინა. განრისხებულმა ილიამ თავისი ცნობილი „გამოცანები“ და „კიდევ გამოცანები“ შექმნა, სადაც პირდაპირ გაანადგურა თავად-აზნაურთა რამდენიმე წარმომადგენელი. გამოცანებში წერდა დიმიტრი ყიფიანზეც, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ის ყველაზე მეტად დაინდო, უფრო მეტიც, ვერაფერი ცუდი ვერ ჰკადრა:
„ჩვენის ქვეყნის საკეთილოდ
მან მარტომან შეგვძრა ყველა,
ერთმანეთის მტრებს გვასწავლა
ერთმანეთის ძმური შველა...
ამ უკაცურ კაცთა შორის
მე იგი კაცად მგონია
მით, რომ საქმითაც ქვეყნისა
მას სიყვარული ჰქონია.
ბევრი ვიცი მე ამისი
ცოდვა და ნაკლულოვანება,
მაგრამ კარგის საქმის დამთესს
ბევრი რამ მიეტევება.
რაც არის, კიდევ ეგ არის
ჩვენში ხელმოსაკიდია,
მარტო მას, ვგონებ, ქვეყანა
ფეხებზედ არა ჰკიდია...“ 

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია