მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ინიციატივით შეიქმნა 2020 წელს.
პრემია გაიცა 4 ნომინაციაში:
საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი (პროზა, პოეზია; ასაკი 35 წლის ჩათვლით);
საუკეთესო პროზაული თარგმანი (რომანი, მოთხრობების კრებული);
საუკეთესო თარგმანი ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში (ფილოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.
„ლიტერა მთარგმნელებისთვის“ პირველი ლაურეატები გახდნენ:
საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი
სალომე ბენიძე, რუპი კაურის წიგნისთვის „რძე და თაფლი“, გამომცემლობა „პალიტრა-L“;
საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანი
ლალი უნაფქოშვილი, ჟულიენ გრაკის წიგნისთვის „ქალაქის ფორმა“, გამომცემლობა „აგორა“;
საუკეთესო პროზაული თარგმანი
ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის წიგნისთვის „დაუმარცხებლები“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ელზა ახვლედიანს.
პირველი მთარგმნელობითი კონკურსის გამარჯვებულები ხუთ კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: ლევან ბერძენიშვილი, მანანა მათიაშვილი, მანანა ღარიბაშვილი, დავით კაკაბაძე და თამარ სუხიშვილი.
ლიტერა მთარგმნელებისთვის - გრძელი სია 2020
ლიტერა მთარგმნელებისთვის - ფინალისტები 2020
ლიტერა მთარგმნელებისთვის - გამარჯვებულები 2020