3 ივნისი. შაბათი
15:00-15:30 – ფესტივალის გახსნა
15:30-16:45 – დისკუსია “მცირე და გაქრობის პირას მყოფი ენები: მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დავიცვათ”.
დღეს მსოფლიოში დაახლოებით 7000-ზე მეტი ენაა. ენები ქრება, მაგრამ მეცნიერებს ის უფრო აფიქრებს, თუ რამდენად სწრაფად ქრება ენები. მკვლევართა მოსაზრებით, არსებული ენების ნახევარი XXI საუკუნის ბოლოს აღარ იარსებებს. ისიც ცნობილია, რომ ენის ბედი სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ ენა დამოუკიდებელი ერთეული არ არის, ის სოციალური ქმნილებაა, ამ ენაზე მოსაუბრეთა გონებასა და ხმაში არსებული სოციალური ფენომენია და მაშასადამე, მისი ბედიც, წარმატება თუ წარუმატებლობა, გაქრობა თუ გადარჩენა, მასზე მოლაპარაკე ადამიანთა ჯგუფის ბედზეა დამოკიდებული და იმაზე, გადასცემენ თუ არა ისინი ენას თავიანთ შთამომავლობას. რა როლი აქვს ამ პროცესში ლიტერატურას?
მონაწილეები: ბობ ჰოლმანი (აშშ), ინგა გაილე (ლატვია), საიმონ ო’ ფუეილაინი (ირლანდია). მოდერატორი პაატა შამუგია.
ენა: ინგლისური/ქართული
17:00-17:45 – შეხვედრა იაცეკ დენელთან (პოლონეთი), ესაუბრება მაგდა ნოვაკოვსკა. რომანის “ლალა” (გამომცემლობა “ინტელექტი”, მირანდა გურგენიძის თარგმანი) წარდგენა
ენა: ინგლისური/ქართული
18:00-19:15 – დისკუსია “დრო თხრობაში - ამბები წარსულიდან და ამბები მომავალზე”.
როგორ განსხვავდება წარმოსახულ მომავალზე წერის პროცესი რეტროსპექტიული თხრობისგან? რა როლი აქვს, ერთი მხრივ, ისტორიულ და, მეორე მხრივ, ფანტასტიკის, ანტიუტოპიის ჟანრის ან სხვა ტიპის წინასწარმეტყველურ ტექსტს? როგორ ცვლის დროის ასპექტი მხატვრული ტექსტის ჟანრსა თუ მიმართულებას?
მონაწილეები: გრეის ჰინსი (აშშ), დანიელ ვისერი (ავსტრია), ნაიელ გრიფითსი (დიდი ბრიტანეთი). მოდერატორი - ქეთი ჩართოლანი.
ენა: ინგლისური/ქართული
19:30-20:30 – შეხვედრა პოლინ პიკოსთან (საფრანგეთი), ესაუბრება ნუკა ღამბაშიძე. პოეზიის კითხვა (მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე)
ენა: ინგლისური/ქართული/ფრანგული
21:00 – ცოცხალი ლიტერატურა და მუსიკა. ფესტივალის მონაწილე ავტორების საერთო საჯარო კითხვა