25/07/2022

შეხვედრა ნატალია ტროხიმთან. საქართველო-უკრაინის ლიტერატურული კავშირები

25 ივლისს, 18 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ღონისძიება "შეხვედრა ნატალია ტროხიმთან. საქართველო-უკრაინის ლიტერატურული კავშირები".
ნატალია ტროხიმი უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელია. მან ცოტა ხნის წინ მშობლიური ლვოვი დატოვა და დროებით თბილისს შეაფარა თავი. ნატალიას უკრაინულად გამოცემული აქვს არაერთი თანამედროვე ქართველი პოეტის და პროზაიკოსის ტექსტები. ქართულად კი თარგმნილია მისი წიგნი “მცხალი მზე”.
შეხვედრაზე ავტორი და მოდერატორი ნატო ინგოროყვა ისაუბრებენ საქართველოს და უკრაინის ლიტერატურულ კავშირებზე, მთარგმნელობით და საგამომცემლო პროცესებზე. საუბარი ასევე დაეთმობა რუსეთის მიმდინარე ომს უკრაინაში და მის შედეგებს უკრაინელი ხალხის ყოველდღიურობაში.
ღონისძიება ქართულ-უკრაინულად წარიმართება.
თარჯიმანი - თამთა გუგუშვილი