27/07/2022

Personal Exhibition “Georgian Modern Calligraphy Art”

 

აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანის სამივე დამწერლობის სისტემა (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) 2016 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, რამაც უდიდესი აღიარება მოუტანა ქართულ დამწერლობას მსოფლიოს მასშტაბით.

კალიგრაფიის და ქართული ასოების ოსტატურად გამოყენებით როგორც ძველი, ისე ახალი დამწერლობის სისტემებიდან, ხელოვანი შოთა საგანელიძე ქმნის გამოჩენილი ადამიანების კალიგრაფიულ პორტრეტებს.

27-29 ივლისს მწერალთა სახლში გაიმართება ქართული თანამედროვე კალიგრაფიული ხელოვნების ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ფერწერული ტილოები, კერამიკული და ხელით ნაქარგი ნამუშევრები, ასევე ქალის სამოსის კოლექცია კალიგრაფიულ-ორნამენტული ელემენტებით.

გამოფენა ეძღვნება პირველი ქალი ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელს, რომლის პორტრეტიც პირველად გამოიფინება მწერალთა სახლში.