17/03/2023

ომის საწინააღმდეგო და ანტი-ავტორიტარული პოეზიის საღამო

17 მარტს, 20:00 საათზე, მწერალთა სახლი გიწვევთ უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გამართულ პოეზიის საღამოზე. თანამედროვე უკრაინელი პოეტებისა და რეპრესირებული ქართველი პოეტების ინგლისურ და ქართულ თარგმანებს საღამოზე ექვსი მთარგმნელი წაიკითხავს. ასევე გაიჟღერებს ანტი-რუსული და ანტი-საბჭოთა მწერლების ტექსტებიც.
მონაწილეები:
ანდრო დადიანი - პოეტი, არტისტი, მთარგმნელი
თამთა გუგუშვილი - უკრაინული პოეზიის მთარგმნელი
ჯეიმი ოლსონი - უკრაინული და რუსული პოეზიის მთარგმნელი
პაატა შამუგია - პოეტი და მთარგმნელი
რაიან შერმანი - ქართული პოეზიის მთარგმნელი
მაია წერედიანი - ქართული პოეზიის მთარგმნელი.