26/05/2023

ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი" - წიგნის პრეზენტაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

26 მაისს, 18:30 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება ვირჯინია ვულფის წიგნის "საკუთარი ოთახი" პრეზენტაცია.

მონაწილე: ლელა სამნიაშვილი, ხათუნა ცხადაძე

„საიმისოდ, რომ წერა შეძლოს, ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი“ ამბობს ვირჯინია ვულფი (1882-1941), ერთ-ერთი იმ მწერალთაგანი, რომლებმაც თავიანთი მოდერნისტული ექსპერიმენტებით მეოცე საუკუნის ლიტერატურის მთელი ფორმა შეცვალეს. ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ (მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი, გამომცემლობა მელანი) დღესაც მწვავედ ეხმიანება იმ მატერიალურ თუ ძალაუფლებრივ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც ქალ მწერლებს უწევთ.