20/06/2023

უჩა თხელიძისა და იოსებ ახალაიას სადებიუტო წიგნების წარდგენა

20 ივნისს 18:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება "ჩემი გამომცემლობის" ახალგაზრდა ავტორების, უჩა თხელიძისა და იოსებ ახალაიას სადებიუტო წიგნების წარდგენა. 

წარდგენილი იქნება უჩა თხელიძის პოეტური კრებული და მოთხრობა - "გოგონა მთვარიდან" და იოსებ ახალაიას მცირე რომანი - "ომის 10 დღე".

დასწრება თავისუფალია!