28/06/2023

მარი ბექაურის პროზაული კრებულის „ორ ზღვას შუა“ პრეზენტაცია

28 ივნისს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება მარი ბექაურის ახალი პროზაული კრებულის - „ორ ზღვას შუა“ - პრეზენტაცია.
მოდერატორი: დათო გორგილაძე
იუმორისტული მოთხრობების კრებული - „ორ ზღვას შუა“ სასაცილო და ახირებულ ამბებს, აერთიანებს, ისინი ერთი შეხედვით, აბსურდულია, თუმცა რაც უნდა დაუჯერებელი ჩანდეს, თუ დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ მსგავსი ისტორიები თქვენ გარშემოც არაერთხელ მომხდარა.
მარი ბექაური თანამედროვე მწერალი და სცენარისტია. ლიტერატურულ საქმიანობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დები.“ მას შემდეგ მისი ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში („Weekend“, „ლიტერატურული პალიტრა“). უძღვებოდა რადიოგადაცემას- „ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. არის მოთხრობების კრებულისა და სამი რომანის ავტორი.
დასწრება თავისუფალია!