12 ივლისს, 19:00 საათზე, „დიოგენე“ და მწერალთა სახლი გიწვევთ ჰანა არენდტის წიგნის „აიხმანი იერუსალიმში“ წარდგენაზე. ღონისძიება გაიმართება მწერალთა სახლში.
ავტორსა და წიგნზე ისაუბრებენ მთარგმნელი თამარ ლომიძე და ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.
„ის თავის მოვალეობას ასრულებდა... ემორჩილებოდა არა მარტო ბრძანებებს, არამედ კანონსაც“.
1960 წლის 11 მაისის საღამოს ნაცისტური რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ადოლფ აიხმანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინაში იმალებოდა, ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ბუენოს-აირესის გარეუბნიდან გაიტაცა. აიხმანი ისრაელში ჩაიყვანეს, სადაც იგი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდა. ბრალდებულს მიესაჯა სიკვდილი ჩამოხრჩობით.
გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, ჰანა არენდტი (1906-1975), პროცესს ესწრებოდა, როგორც ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ კორესპონდენტი. მისი წიგნი „აიხმანი იერუსალიმში – ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“, XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად ითვლება.
წიგნი ინგლისურიდან თამარ ლომიძემ თარგმნა.
წიგნი გამოიცა „მწერალთა სახლის“ მხარდაჭერით.
წარდგენის ბოლოს შესაძლებლობა გექნებათ, წიგნი 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.
დასწრება თავისუფალია.