21/07/2023

“სტალინური სიების“ განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია

21 ივლისს, 15.00 საათზე,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს “სტალინური სიების“ განახლებული ვებგვერდის პრეზენტაციას. „სტალინური სიები" მოიცავს საქართველოში 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ მონაცემებს, საარქივო მასალებსა და ფოტოსურათებს. ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ დარგის ექსპერტები, ისტორიკოსები და რეპრესირებულთა შთამომავლები.

ღონისძიება იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია!