27/07/2023

რაინერ მარია რილკეს - "საღამო არის ჩემი წიგნი" წარდგენა

27 ივლისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ავსტრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს, ლექსების კრებულის - "საღამო არის ჩემი წიგნი" წარდგენა. კრებულში რაინერ მარია რილკეს 50 ლექსია შესული.
რილკეს შემოქმედებას წლების განმავლობაში დიდი სიფრთხილითა და დაფიქრებით თარგმნიდა პოეტი ირმა შიოლაშვილი. საბოლოოდ, ამ თარგმანებმა ერთად მოიყარა თავი კრებულში, რომელიც, ლიტერატორ გიორგი ლობჟანიძის შეფასებით, „დიდი ცოდნის, გერმანული და ქართული პოეტური ტრადიციების უფაქიზეს ნიუანსებში წვდომისა და დიდი სულიერი თანაზიარობის შედეგია...
შეხვედრის მოდერატორი: გიორგი ლობჟანიძე